საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა.
ცესკო-ს მონაცემებით, 12:00 საათის მდგომარეობით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 12,7 პროცენტმა, მარტვილში 12,7 პროცენტმა. დმანისში 7,2 პროცენტმა, ვანში 21 პროცენტმა, ხობში 20,1 პროცენტმა.
ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის შეფასებით, ეს არის საკმაოდ ნორმალური აქტივობა. მისივე თქმით, 20:00 საათამდე ამომრჩეველს დრო აქვს უბნებზე მისასვლელად. მან ამომრჩევლებს აქტივობისკენ მოუწოდა.
ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.