ეგვიპტეში რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ეგვიპტეში რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ეგვიპტეში რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus-321 ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.
როგორც "რია ნოვოსტი" ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმფრინავის ნაწილები ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში იპოვეს. 
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. 
ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.