თბილისში სურბ-გევორქის ტაძრის ხელახალი კურთხევის ცერემონიას კათოლიკოსი გარეგინ მეორე ასრულებს

თბილისში სურბ-გევორქის ტაძრის ხელახალი კურთხევის ცერემონიას კათოლიკოსი გარეგინ მეორე ასრულებს

თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ-გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. 
საზეიმო ცერემონიას საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, საქართველოს მთავრობის წევრები – დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებიან.
ტაძარში იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ სრულდება. 
სურბ-გევორქის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, "სომხეთის განვითარების ინიციატივების" ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამად იქცა და სომეხთა კათოლიკოსის კურთხევა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა მიიღო.
სურბ-გევორქის ეკლესია აღდგენილი იქნა ქველმოქმედთა შემოწირულობებით. სარესტავრაციო პროექტის საერთო ღირებულება 3, 5 მილიონ დოლარს შეადგენს. პროგრამის მთავარი დონორები არიან ვარდანიანების ოჯახი, ალბერტ ავდოლიანი, სერგეი სარქისოვი, რუსუდან მახაშვილი, დანიელ ჩახატურივი და ბიძინა ივანიშვილი.