მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს

მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად მარტვილის რაიონში ორი კანდიდატი იბრძვის. 
"პატრიოტთა ალიანსის"კანდიდატმა ეთერ მეძველიამ საკუთარი არჩევანი ნომერ პირველ საარცევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს უკეთეს მომავალს ჰპირდება. 
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა სოსო დანელიამ. მან ხმა სოფელ გაჭედილში, მე- 11 საარჩევნო უბანზე მისცა. ხმის მიცემის შემდეგ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დანელიამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხალხის სამსახურში იქნება. 
სოსო დანელიამ დღეს "პატრიოტთა" ალიანსის" კანდიდატის, ეთერ მეძველიას საარჩევნო შტაბის განცხადებებსაც უპასუხა, სადაც კონკურენტები არჩევნების პროცესში დარღვევებზე საუბრობენ. სოსო დანელიამ მათ განცხადებებს აბსურდული უწოდა. 
65 - ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტვილში 10 საათის მონაცემებით, ხმა 1 467 მოქალაქემ მისცა.
საგარეჯოსა და მარტვილში დღეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.