აშშ-ში 6 ათას პატიმარს გაათავისუფლებენ

აშშ-ში 6 ათას პატიმარს გაათავისუფლებენ

აშშ-ში, პატიმართა რაოდენობის შემცირების პროგრამის ფარგლებში, 6 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამის პროგრამას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ატარებს. საუბარია იმ პატიმრებზე, რომლებიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს. ნაწილი სარეაბილიტაიო ცენტრებში მკურნალობის კურსს გაივლის. 
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია აშშ-ის ისტორიაში.