ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მას სხვები რას ეტყვიან და რას ურჩევენ, ეს მისი პასუხისმგებლობის სფერო არ არის.
კითხვაზე, დააზარალებდა თუ არა „მიხეილ სააკაშვილის გეგმა“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, გვარამიამ განმარტა, რომ ის ვერ ხვდება, როგორც უნდა აზიანებდეს სააკაშვილის მოსაზრებები კომპანიას.
„ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის გეგმა, ეს არის მისი მოსაზრებები, რომელსაც მიყვება. ჩემს მიერ ეს მოსაზრებები მნიშვნელოვანწილად გაზიარებული არ ყოფილა. კომპანიას ეს როგორ უნდა აზიანებდეს ვერ ვხვდები. მე მაქვს უფლება ჩემს მეგობრებს ვესაუბრო, ხოლო რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ეს ჩემი და კომპანიის საქმეა და აქ უკვე მე ვარ პასუხისმგებელი. სხვები რას მეუბნებიან და მირჩევენ, ეს ჩემი პასუხისმგებლობის სფერო ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელიც „მოდულის“ შენობიდან 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ გამოვიდა.