დავით იაკობიძე: გიორგი კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს დიპკორპუსი და გააცნოს ეს ჩანაწერები

დავით იაკობიძე: გიორგი კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს დიპკორპუსი და გააცნოს ეს ჩანაწერები

ფინანსისტი დავით იაკობიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება. პორტალზე ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერის მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოქვეყნდა.

"არავინ არ უარყოფს, რომ გამოქვეყნებული დიალოგები, სააკაშვილი-გვარამია და სააკაშვილი - ბოკერია, რელურია.

ამ დიალოგებიდან კი ვგებულობთ შემდეგს,

1.უცხო ქვეყნის მოქალაქე და დიდი ოლქის გუბერნატორი, უშუალო ხელმძღვანელობს საქართველოში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. კერძოდ, მისადმი დაქვემდებარებულ (დაქვემდებარების ხარისხი უცნობია) გვარამიას ავალებს შექმნას ექსტრემალური სიტუაცია სასამართლიოს კანანიერი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის: დაუპირისპიროს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ბარიკაედბით (მისი ახალი ფორმით, რკინის კონსტრუქციებით); მოახდინოს ხალხის მობილიზაცია ამ ბარიკადების დასაცავად; სამართალ დამცველებს დაუპირისპირონ ბოევიკები, რათა ორი კვირა მაინც შეუშალოს ხელი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

2.დავალების მიმღებს გვარამიას ბოლომდე არ უხსნის თავის ჩანაფიქრის მისეულ ხედვას, სამაგიეროდ ბოკერიას ატყობინებს რომ, საქმე უნდა მივიდეს სროლამდე. ე.ი. სისხლისღვრამდე. ამ ვერაგული სცენარის სამართლებრივი შეფასება არ შემიძლია, რადგან ჩემი პროფესიული პრაქტიკისა და ინტერესების სფეროში არ შემოდის, მაგრამ მიმაჩნია, რომ:

საგარეო საქმეთა მინისტრმა: 1. საწრაფოდ უნდა შეკრიბოს ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და გააცნოს მათ ეს დიალოგები.

3.უკრაინის ელჩს კატეგორიულა მოთხოვოს პასუხი გასცეს ოდესის გუბერნატორის საქართველოს წინააღმდეგ მოქმეების ფაქტს, შეაფასოს ეს საქციელს. პრემიერ მინისტრი ტელეფონით დაელაპარაკოს უკრაინელ კოლეგას და კატეგორიულად მოთხოვოს ახსნა განმარტება მისი ქვეყნის მაღალი ჩინოვნიკის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე საქართველოში. პრეზიდენტმა გააკეთოს საჯარო შეფასებითი განცხადება." - წერს დავით იაკობიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.