"კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა მოქალაქეს აძლევს პირობას, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დაცული.

პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ პროვოკაციები მოაწყონ, გამოვლინდებიან და დაისჯებიან.

პრემიერი ყველას მოუწოდებს, აღნიშნულ პროცესებზე მაღლა დადგეს რომ ქვეყნსი მშვიდობიანი მომავალი შეიქმნას.

"ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შეთქმულებაში მონაწილეობას, ვინც განხეთქილებას ცდილობს, გეგმავს რაიმე პროვოკაციას, მე მათ ვპირდები, რომ ისინი იქნებიან უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასდროს ვერ დაუპირისპირდებიან საქართველოს მოქალაქეებს და ვერცერთი ვერ დაგეგმავს ვერანაირ პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, ამიტომ დავდგეთ ყველანი ამაზე მაღლა და ერთად შევქმანთ მშვიდობიანი მომავალი. მივმართავ კატეგორიული მოთხოვნით: კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო და პირადად მე, ვიქნები გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ამიტომდავდგეთსიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.