ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული

ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა. ნიკა გვარამია სუს-ში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკითხვაზე დაბარება სავარაუდოდ, უკრაინული საიტით გავრცელებულ ჩანაწერებს შეეხება.

შეგახსენებთ, უკრაინულ გამოცემაში uareview.in.ua-ში გავრცელდა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი მათ რევოლუციის სცენარს სთავაზობს.