"ყველა სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ოპერატიული თათბირი ჰქონდა სამართალდამცველ ორგანიზაციებთან და განმარტავს, რომ შესაბამისი უწყებები სიტუაციას სრულად აკონტოროლებენ.

როგორც ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების შინაარსი ამორალურია და ეს ის ხალხია, ვინც ქვეყანას სწორედ ასე მართავდა.

"გუშინ გავრცელდა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიასა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორის  ნიკა გვარამიას შორის საუბრების ჩანაწერები. შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და ჩვენი ხალხის ბედისადმი. ეს ის ხალხია, ვინც არბევდა მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, ვინც ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა საქართველოს სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელწიფო არის იმაზე ძლიერი ვიდრე იყო სამი წლის წინ. ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურდ დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. მე მქონდა გუშინ ოპრატიული თათბირი და ჩვენ სიტუაცის სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ", - განაცხადა პრემიერმა.