თეა წულუკიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

თეა წულუკიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თეა წულუკიანის ბრიფინგი 13:00 საათზე იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.

იუსტიციის მინისტრი, სავარაუდოდ, გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უკრაინულ გამოცემაში uareview.in.ua-ში გავრცელდა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი მათ რევოლუციის სცენარს სთავაზობს.