სასამართლოდან გაძევებული ნიკა გვარამია მოსამართლემ დარბაზში არ დაუშვა

სასამართლოდან გაძევებული ნიკა გვარამია მოსამართლემ დარბაზში არ დაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა, სასამართლოდან გაძევებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაშვების შესახებ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო კოლეგიაში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთი მოპასუხე მხარე ტელეკომპანია „რუსთავი“ 2-ია.

ასევე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომობა, სასამრთლოზე მოსწმის სახით რეზო ბერიაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით.