"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშილი ფიგურირებენ, კომენტარს აკეთებს.
"ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახური და ფსბ-ს ადგილობრივი ფილიალი ოპოზიციას "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებს! სანანებელი არ გაგიხდეთ, ფრთხილად იყავით!! ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას. ბოლომდე დავიცავთ რუსთავი 2-ს", - წერს "ფეისბუქზე" ჩიორა თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში, რომელიც უკრაინულმა ვებგვერდმა uareview.in.ua გამოაქვეყნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა ბოკერიას ფიზიკური დაპირისპირების მოწყობისკენ მოუწოდებდა.