ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ, 2 თვის განმავლობაში აღებულ ხელფასზე დოკუმენტს ავრცელებს.
"გამოდის, რომ აი ამ ტიპს იმაზე მეტი აქვს მიღებული, ვიდრე მე 10 წლის დამფუძნებლობის, დირექტორობის, დაუზოგავი შრომის და წილის გასხვისების ერთად აღებული. რამდენი მაქვს იქით მიტანილი, იმას თავი დავანებოთ. რევოლუციონერ ხრენოვ!", - წერს დვალი.