ზურაბ ჯაფარიძე:

ზურაბ ჯაფარიძე: "პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა"

"რკინის კონსტრუქციები", "ბოევიკები", "გაისროლონ", "ასე თუ მივიქცევთ ყურადღებას", "რევოლუციური სცენარით უნდა წახვიდეთ", - ამის შესახებ დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეს სოციალურ ქსელში წერს.

"ინსტრუქტაჟის ტონი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსთავი 2-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა.

ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება რომ ასეთი რამ მისცე ხელში.

რუსთავი 2 უნდა გადარჩეს როგორც კრიტიკული არხი. ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით. მეტს არაფერს.

უკანონო მოსმენებზე - ახალი არაფერი, ისედაც ვიცოდით.

იმედია ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი", - წერს ჯაფარიძე facebook-ში..

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებგვერდმა uareview.in.ua ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას მიხეილ სააკაშვილთან საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.