ბაღდადში ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში ლტოლვილთა ბანაკი რაკეტებით დაბომბეს, შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" ერაყის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით იტყობინება. 
ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ბანაკში 20-მდე რაკეტა ჩამოვარდა. ბანაკში ირანში აკრძალული ირანული ორგანიზაციის "მუჯაჰიდინ-ე ჰალქის" 2 000-ზე მეტი წევრი ცხოვრობს. 
მომხდართან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გააკეთა და დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას დაპირდა. 
პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ არც ერთ ძალას არ აუღია.