უკრაინაში საბრძოლო მასალის საწყობებში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში საბრძოლო მასალის საწყობებში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში, საბრძოლო მასალის საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით.
როგორც უკრაინული გამოცემა "გორდონი" იტყობინება, აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გასროლა გახდა. 
აფეთქების შედეგად საჯარისო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობი 9 ათას კვადრატულ კილომეტერს შეადგენდა. ადგილზე მუშაობენ მაშველები.