ხაბაროვსკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ხაბაროვსკის ოლქში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის კორფოვსკის დასახლებულ პუნქტში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. როგორც რუსული მედია იტყობინება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, შენობაში გაზი აფეთქდა, თუმცა, როგორც "ბიბისი" იტყობინება, ხაბაროვსკის ოლქის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანატოლი ლიტვინჩუკი არ გამორიცხავს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ერთ-ერთმა გადარჩენილმა განაცხადა, რომ აფეთქებამდე სადარბაზოში დენთის სუნი იგრძნობოდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.