ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. 
"არ გამოვრიცხავ კი არა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება", -განაცხადა გვარამიამ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. კითხვაზე, არის თუ არა ეს მასალები საქმის აღძვრის საფუძველი, გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურატურის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს. 
"საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას უკანონო და ფარულ მიყურადებაზე, ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ", - განაცხადა გვარამიამ. 
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ამ მოთხოვნით მიმართოს პროკურატურას, გვარამიას განმარტებით, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციალური მოთხოვნა, ჩანაწერი საჯაროდ გამოქვეყნებულია და ავტომატურ რეჟიმში უნდა აღიძრას საქმე.
"ასევე, პასუხები უნდა გამცეს პროკურატურამ, რა ხდება ჩემი დაშანტაჟების საქმესთან დაკავშირებით. ეს ახალი გარემოება რამეს ხომ ცვლის არ შემთხვევით", -განაცხადა გვარამიამ.