მოლდოვას პარლამენტმა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყნის მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას 101 დეპუტატიდან კენჭი უყარა 65-მა დეპუტატმა.
"ბი-ბი-სის" ცნობით, პრემიერმინისტრმა ვალერი სტრელეცმა მინისტრთა კაბინეტი სამი თვის წინ ჩამოაყალიბა. მანამდე პრემიერმინისტრი აცხადებდა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა, რადგან, მისი თქმით, ეს მისი მხრიდან მისდამი წაყენებული ბრალდებების აღიარება იქნებოდა.
"სერიოზულად მადარდებს ქვეყნის ბედი. ვხედავ, რომ პოლიტიკოსთა ნაწილს სურვილი არ გააჩნია მინიმალურ სტაბილურობას დაუჭიროს მხარი ქვეყანაში", - განაცხადა სტრელეცმა.
თვეზე მეტია, მოლდოვას დედაქალაქში პროტესტი არ ცხრება, რომლის მონაწილეები ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ გამოდიან და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.