საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.