"მე ცოცხალი ვარ. ბოდიში ყველას, თუ გული გატკინეთ, როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავი გეუწყათ"

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უფროსი ძმა - მამუკა ბერძენიშვილი გარდაეცვალა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მან გავრცელებული ინფორმაცია თავისი გარდაცვალების შესახებ ინტერნეტით გაიგო. 

"დღეს შუადღისას გარდაიცვალა ჩემი უფროსი ძმა - ფრიდონ (მამუკა, ფორე) ბერძენიშვილი. მე ცოცხალი ვარ. ბოდიში ყველას, თუ გული გატკინეთ, როდესაც ჩემი სიკვდილის ამბავი გეუწყათ. მეც თქვენსავით ინტერნეტით გავიგე, ოღონდ მას შემდეგ, რაც უცხოეთში საყვარელმა მეგობარმა დამირეკა და ჩემი ხმის გაგონებაზე ცუდად შეიქნა",-აცხადებს  ბარძენიშვილი