ნიკა გვარამია გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს

ნიკა გვარამია გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მისი და მიხეილ სააკაშვილი ფარული ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას უკანონოდ უსმენს.

გვარამიას თქმით, აღნიშნული ჩანაწერი სავარაუდოდ, 19 ოქტომბერს არის გაკეთებული და ერთადერთი, რის გამოც შესაძლოა მას ლეგალურად უსმენდნენ, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებული გამოძიებაა, რომელიც ამ სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო.

„დღევანდელი ფაქტით საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს უკანონო მოსმენები. ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე. ერთადერთი რის გამოც შეიძლება მე მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს მოსმენების, მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და სავარაუდოდ, უნდა დავათარიღოთ 19 ოქტომბრით“, - განაცხადა გვარამიამ.