"უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან დაე გაისროლონ”-სააკაშვილი და ბოკერია "რუსთავი 2"-ზე

“ახლა საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება თუ ეგ არ შეგვიძლია კაპიკია ჩვენი ფასი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერშია ლაპარაკი.

ჩანაწერები უკრაინულმა ვებ-გვერდმა uareview.in.ua-მ გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განსავითარებელ სხვადასხვა სცენარებზე საუბრობენ და გეგმებს აწყობენ, თუ როგორც უნდა აღმართონ ბარიკადები ტელევიზიაში.