"უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე"-სააკაშვილისა და გვარამიას საუბარის ჩანაწერი ვრცელდება

უკრაინული ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც ის ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას ესაუბრება.

ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი შანტაჟსა და რევოლუციას არამხოლოდ ოდესაში, არამედ საქართველოშიც გეგმავს.

"ქვემოთ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანს, როგორ აძლევს მიხეილ სააკაშვილი ბრძანებებს საკუთარ თანაპარტიელებს, რომ სისხლისმჟვრელი სახელმწიფო გადატრიალებისთვის "ბოევიკები" მოამზადონ. სწორედ ასეთ დავალებებს აძლევს ის ნიკოლოზ გვარამიას, ტელეკომპანია "რუსთვი 2"-ის დირექტორს, რომლის მფლობელიც თავადაა და გიგა ბოკერიას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს", - წერს uareview.in.ua.

ამასთან ვებ-გვერდის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი ოდესაშიც აქტიურობს და ახალ მაიდანად შესაძლოა ადგილობრივი არჩევნები აქციოს, სადაც გუბერნატორის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამარცხდა.

"ხალხის ქუჩაში გამოყვანით მიხეილ სააკაშვილმა დაარწმუნა არჩეული მერი, გენადი ტრუხანოვი, რომ მოლაპარაკებები დაეწყო. ამ მოლაპარაკებებზე სააკაშვილი ტრუხანოვისგან ითხოვს, რომ ქალაქის სათათბიროს ხელმძღვანელად მისი ნდობით აღჭურვილი პირი დანიშნოს. ჯერ-ჯერობით უცნობია დათანხმდა თუ არა ტრუხანოვი ოდესის ოლქის გუბერნატორის მოთხოვნას და რა იქნება თუ არ დათანხმდება", - წერს uareview.in.ua.