პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იმართება

პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა იმართება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, EBRD-ის დახმარებით მთავრობამ შექმნა საინვესტიციო საბჭო. პრემიერს მიაჩნია, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი.

"ეს დაეხმარება მთავრობას, ასევე ინვესტორებს, ბიზნესმენებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, რომ გავცვალოთ იდეები, მოსაზრებები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ბიზნესგარემო", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოისმინოს ყველა მოსაზრება, ასევე კრიტიკული შენიშვნები.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელი და მიმზიდველი გახდეს ქვეყანაში ბიზნესგარემო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.