"ფორუმი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პრობლემის აქტუალუზაციის საშუელაბას მოგვცემს"

ჟენევაში გაეროს განყოფილებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თვლის, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭო ქვეყანას ბევრ შესაძლებლობებს მისცემს.

შალვა ცისკარაშვილის განცხადებით, საქართველოს საშუალება ექნება ამით გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე, რომელიც გაერო-ს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერება აამაღლოს.

"ფორუმი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პრობლემის აქტუალუზაცია მოვახდინოთ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმართული უკანონო მავთულხლართების, მეორე მხარეს დარჩენილი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე გაერო-ს და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობის თვალსაზრისით უზრუნველსაყოფათ საბჭო კარგი საშუალებაა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო 177 ხმით გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით აირჩიეს. საბჭოს წევრთა 2015 წლის არჩევნებში რეგიონალური პრინციპის მიხედვით გამოყოფილი იყო 18 ადგილი. საქართველო საბჭოს წევრად აირჩიეს კონკურენციის გარეშე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე.