ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია საუდელ ბლოგერს მიანიჭეს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება. ბლოგერი რაიფ ბადავი ამჯამად, ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით სასჯელს იხდის. 2012 წელს სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ფულადი ჯარიმა და მათრახის 1 000 დარტყმა მიუსაჯა.
სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს, ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
პრემიის მინიჭების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.