საფრანგეთის რესპუბლიკის სენატმა, კენჭისყრის გამარტივებული წესით, პირველი მოსმენით, ცვლილებების გარეშე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩო ცნობით, მანამდე ხელშეკრულების პროექტი პირველივე მოსმენით მანამდე ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს. საფრანგეთი უკვე 25-ეა. რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ იტალიას, ბელგიას და საბერძნეთს.