რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების შესაძლო გაფართოებას მოსკოვი გამოეხმაურა

რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების შესაძლო გაფართოებას მოსკოვი გამოეხმაურა

რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების შესაძლო გაფართოებას მოსკოვი გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ასეთ "საშიშროებაზე" მოსკოვი დიდი ხანია საუბრობს.

"ეს არ არის ახალი მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომლის შედეგების საშიშროებაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ", - განაცხადა პესკოვმა.

ამერიკული გამოცემა ნატო თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ის ინფორმაციით, ნატო პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში ალიანსის დამატებით სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხს განიხილავს.