პაატა სალია მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს

პაატა სალია მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსარჩელე მხარის ადვოკატები არ იზიარებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება "რუსთავი 2"-ის ადვოკატების შუამდგომლობის დაკმაყოფილებას სხდომის გადადების თაობაზე.

ადვოკატ პაატა სალიას თქმით, მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულებები, მათ გასაანალიზებლად მოპასუხე მხარის მოთხოვნა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით გაუგებარია. ამასთან, პაატა სალიას თქმით, "რუსთავი 2"-ის ადვოკატებს ჰქონდათ საკმაო დრო რათა გაეანალიზებინათ და შეესწავლათ ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტაციის სიყალბეზე გამოთქმული ვარაუდები.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება შეაფასა სხდომის დასრულების შემდეგ, "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმაც. მისი თქმით, მოსამართლეს უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა, ვინაიდან "რუსთავი 2"-ის საქმეზე გუშინ ექსპერტის დაკითხვის გასაანალიზებლად მათ არ ჰქონდათ სათანადო დრო.

"ჩვენ ვადა გვჭირდება, რათა მოპასუხე მხარე მოვემზადოთ პაექრობისთვის. ჩვენ არ გვქონდა სათანადოდ მომზადების საშუალება, რადგანაც ექსპერტის დაკითხვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ამისთვის ვითხოვეთ დრო და მოსამართლეს არ ჰქონდა უარის თქმის საფუძველი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათისთვის დაინიშნა.