პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის ირგვლივ იქმნება და სტაბილურდება ყველა სხვა პროცესი.
როგორც პრეზიდენტმა ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, დაწერილი კანონები აბსოლურტურად ხელშეუხებელია. პრეზიდენტმა საუბრისას სახელმწიფოს მშენებლობაში, კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება.
"არის რამდენიმე ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც მტკიცედ უნდა იყოს გაშლილი ჩვენს პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სივრცეში და ჩემი აზრით, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია კანონის უზენაესობა. ავიღოთ, გავიაზროთ, რომ ის, რასაც ჰქვია დაწერილი ღირებულებები აბსოლუტურად ხელშეუხებელია. კანონის ირგვლის იქმნება და სტაბილურდება ყველა სხვა პროცესი. ბუნებრივია, ეს ყოველთვის იოლად არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ, ჩვენ გვაქვს დაწერილი კანონები, დაწერილი თამაშის წესები, რომელთა ფარგლებშიც ვმოქმედებთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი თვითგამოხატვის უფლებით და უნარებით ჩვენ გავერთიანდებით ამ ერთიანი ღირებულების ირგვლივ და შექვქმნით დასავლურ ლიბერალურ საზოგადოებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს და სტუდენტებს ხვდება.ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც საუბარი შეეხება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
ღონისძიება, "პროექტ შეხვედრები გამორჩეულ სპიკერებთან" ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით იმართება. ნატო-ს კვირეული საქართველოში 25-ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ტარდება