"საქმე დიდ ინტერესს იწვევს და ამიტომ, არცერთ მხარეს არ ეზღუდება უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია"

მოსამართლე თამაზა ურთმელიძის თქმით,"რუსთავი 2"-ის პროცესები დროში გაიწელა, რადგან მხარეებს დრო არ ეზღუდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ პროცესი დასრულდეს საჭიროა გარკვეული პროცესების რეგლამენტიზაცია მოხდეს.

"აღნიშნული საქმე გამოირჩევა თავისი თავისებურებებით, ის საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს. ამის გამო, არცერთი წუთით არ შეზღუდვია არცერთ მხარეს უფლება იმისა, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. იმისთვის, რომ ეს სასამართლო პროცესი დასრულდეს, პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ რეგლამენტიზაცია გაუკეთდეს თითოეული მხარის პოზიციას, მათ შორის კითხვებს, ახსნა-განმარტების დროს მხარეს გარკვეული დრო მიეცეს. აღნიშნულში თქვენ ბრძანდებოდით თავისუფალი და ამიტომ ხდება, რომ რამდენიმე პროცესით გაგრძელდა აღნიშნული სხდომა. გარდა ამისა, თქვენ მომზადებული უნდა ყოფილიყავით დღეისთვის, ამიტომ ჩემთვის სიურპრიზია ის, რომ დღეს ვინმე მომზადებული არ არის", - განაცხადა ურთმელიძემ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვეს, რაც მოსამართლემ დააკამყოფილა.