"ფეისბუქ" მომხმარებელი გიორგი მიქანაძე "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სტატუსს უძღვნის და ერთ-ერთ ტრენინგზე ახალგაზრდების მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე წერს.
როგორც მიქანაძე აღნიშნავს, მის მიერ დასმულ კითხვას, რა პოზიცია ჰქონდათ ახალგაზრდებს "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, თავდაპირველად ახალგაზრდებმა პასუხი არ გასცეს, მოგვიანებით კი ერთხმად დააფიქსირეს, რომ განსაკუთრებით მენეჯმენტი საზოგადოებას ცოტა ზედმეტად აწუხებს.
"ეს ამბავი უნდა ვთქვა და ვერც კოლეგიალობა და ვერს სიტყვის თავისუფლებაზე შეტევის ბოდვა და ვერაფერი ვერ დამაბრკოლებს. რამდენიმე დღის წინ ტრენინგს ვატარებდი. მოხდა ისე, რომ ჯგუფში დამიმატეს რამდენიმე ადამიანი და ცოტა მეტი ისხდნენ აუდიტორიაში ვიდრე ტრენინგისთვის იყო საჭირო 40 სამოქალაქოდ აქტიურ ახალგაზრდამდე. კურსი შეეხებოდა თემას "სამოქალაქო აქტივობა და მენეჯერული უნარ-ჩვევები" ერთ-ერთ კონტექსტში მინდოდა მესაუბრა "რუსთავი 2" საკითხზე, როგორც საზოგადოებრივად აქტუალურ თემაზე. დავსვი კითხვა, რა პოზიცია ჰქონდათ მიმდინარე პროცესებზე. ახალგაზრდებმა ისე შემომხედეს, იფიქრეს "რუსთვი 2"-ის დამცველიაო და ხმას არ იღებდნენ თავიდან. ველოდებოდი. შემდგომ თამამად ითქვა, თითქმის ერთ ხმად, ცოტა ზედმეტი მოსდითო და ზედმეტად აწუხებენ საზოგადოებასო. ძირითადი პრეტენზია მენეჯმენტის მიმართ გამოთქვეს და იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ერთგულობენ არა საზოგადოებას, არამედ კონკრეტულ ხელმძღვანელებს... მერე კიდე რაღაცეები დაამატეს, მეტს არ ვიტყვი. გაოგნებული დავრჩი. 1 ახალგაზრდას მიანც რომ ეთქვა საწინააღმდეგო პოზიცია მე ამ პოსტს არ დავდებდი. სრული ხმათა უმრავლესობით გამოხატეს და არიან სტუდენტები jobs.ge და faceboo-დან არჩეულები. არავის არ ვიცნობდი 3-4 გარდა. ჩემო ძვირფასებო ეს არის სამოქალაქო პოზიცია. მომავალი მინისტრების, სახელმწიფო მოხელეების, ბიზნესმენების და მომავალი თაობის. და ისინი გაცილებით ძვირფასები არიან ჩემთვის. მე რომ ამ ამბავში ვტყუოდე თავს გადამჭამენ აქვე, - ისეთები იყვნენ. ეს მოხდა თბილისში", - წერს გიორგი მიქანაძე.