სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართავს.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა.