ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იუვალ ფუქსის შეხვედრაზე.
როგორც "პირWელს" პრმიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის გაფორმებული შეთანხმებებისა და საერთო პროექტების განხორციელების გააქტიურებულ პროცესს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.