9 სახელმწიფო ნატო-ს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს

9 სახელმწიფო ნატო-ს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფო ნატო-ს, რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა საჭირო.

რუმინეთის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.

აღნიშნული ქვეყნები ნატო-ს ხელმძღვანელობას ოფიციალურ მიმართვას 4 ნოემბერს, ალიანსის სამიტზე გადასცემენ.