საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაბა ბაკურიანის სოფელ ანდეზიტში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

მიწისძვრა წუხელ დაახლოებით 00:43 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.