საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ გაზეთ „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიშის განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლს ეწინააღმდეგება.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ აფხაზეთის შემოერთების მცდელობებისას, რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად? კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა აღღდგეს ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის.
„სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ის პროგრამები, რომლებიც მათთვის სოციალური მხარდაჭერას ითვალისწინებს: უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება აფხაზებისა და ოსებისათვის. რასაკვირველია, ამის გარდა ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ევროპიდან და ამერიკიდან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო დონეზე, ანუ იმ ფორმატებით, რომლებიც დღეს არსებობს, ვთქვათ, ჟენევის შეხვედრების საშუალებით. ჩვენ აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეგვიძლია, რაც, თავის მხრივ, საქართველოს გამთლიანებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გამოცამასთან საუბრისას, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილი, რომ რუსეთის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესვლის საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარება პროვოკაციად შეაფასა.
„ასევე პროვოკაციებს წარმოადგენს აფხაზეთ-რუსეთს და სამხრეთ ოსეთ-რუსეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებებიც, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ვერაფერს ვუხერხებთ, ჩვენ მხოლოდ მათი დაგმობა შეგვიძლია. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს რომ არ აღიარონ და დაგმონ ამგვარი რეფერენდუმები თუ შეთანხმებები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.