"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა თამაზ ურთმელიძე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს

"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და მისი აცილების შუამდგომლობა კიდევ ერთხელ დააყენეს.

აღნიშნული შუამდგომლობა თამაზ ურთმელიძემ არ განიხილა იმ მიზეზით, რომ არა ერთხელ აქვს განხილული. მოსამართლემ განმარტა, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ სასამართლოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მცირე კამათი მოყვა მოსამართლის ამ განცხადებას მოსამართლესა და მოპასუხე მხარეს შორის. აცილების შუამდგომლობის მოტივად მოპასუხე მხარემ დაასახელა ის გარემოება, რომ თამაზ ურთმელიძემ მანამდე არ დააკმაყოფილა მათი ორი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა საქმიდან მტკიცებულების ამორიცხვას და ასევე ექსპერტის დასკვნის ამოღებას.

ის მტკიცებულებები, რომლის ამორიცხვასაც "რუსთავი 2"-ის ადვოკატები ითხოვდნენ, ეხება 2006 წლიდან ტელეკომპანიის წილები გასხვისებას, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ძმები ყარამანიშვილები არ არიან კეთილსინდისიერი მფლობელები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის.