საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ბიზნესის კეთებას უკავშირდება.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეიტინგში საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.
„ცვლილება, რომელიც დაფიქსირდა, გამომდინარეობს მეთოდოლოგიის ცვლილებიდან. თუმცა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბევრ პოზიციაზე გვაქვს გაუმჯობესება და არსად არ გვაქვს გაუარესება. ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - პოლონეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, იაპონია, ბელგია, იტალია ლუქსემბურგი და სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის განკარგულებით, 154 დევნილ ოჯახს ფართები გადაეცემა და გაწეული სამუშაოსთვის ლტოლვილთა და ეკონომიკის მინისტრებს მადლობა გადაუხადა.