„არ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ არის ჩვენი საქმე მეგობრებო“

„არ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ არის ჩვენი საქმე მეგობრებო“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პოლიტიკოსებს, პარლამენტს და მთავრობას, სასამართლოსთან მიმართებაში უფრო მეტი კორექტულობისკენ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, სასამართლოსთან მიმართებაში ემოციურ ფონზე შეიძლება მასაც რაიმე გადაჭარბებით უთქვამს, თუმცა აღნიშნავს, რომ არ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო ის, თუ როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მან.

„მინდა ყველას მოვუწოდო პოლიტიკოსებს, პარლამენტს, მთავრობას, რომ სასამართლოსთან მიმართებაში მეტად კორექტულები ვიყოთ. შეიძლება როდესმე დამიშვია შეცდომები და ემოციურად რაიმე მითქვამს ამა თუ იმ სასამართლო პროცესთან მიმართებაში. ეს ეხება ალბათ უფრო კრიმინალურ საქმეებს, თუმცა არ შეიძლება მოსამართლეს მოუწოდო როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არ არის ჩვენი საქმე მეგობრებო. ეს არის დამოუკიდებელი, ობიექტური სასამართლოს საქმე და მოსამართლის გადაწყვეტილება. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ყველასთვის, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ნებისმიერ ძალა, მაგრამ კანონი უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი და ყველანი უნდა ვიყოთ თანაბარნი კანონის წინაშე“, - განაცხადა რარიბაშვილმა.