"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, თავისუფალ სიტყვაზე იერიშის მიტანა ჩვენი ქვეყნისთვის წამგებიანია.
,,მედია არის აუცილებელი იმისთვის, რომ ხელისუფლება და საზოგადოება იყოს ინფორმირებული თუ რა ხდება ქვეყანაში. მთავრობის პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ წყვეტდა ხალხთან კავშირს, წინა ხელისუფლებასაც და დღევანდელსაც საზოგადოებასთან კავშირი აქვს გაწყვეტილი და მედია არის მთავარი საშუალება, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოთ როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ იცოდეს რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ამაზე იერიშის მიტანა, თავისუფალ სიტყვაზე იერიშის მიტანა არის წამგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან სერიოზული შეკითხვები არის იმასთან დაკავშირებით რა მიმართულებით მიდის საქართველო და ეს ყველაფერი განაპირობა გაუთვლელმა, გაუაზრებელმა, წინდაუხედავმა ნაბიჯებმა, რომელსაც დგამს დღევანდელი ხელისუფლება მედიასთან მიმართებაში. ეს არის კატასტროფა და მე დარწმუნებული ვარ საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სწორად შეაფასებს ყველა მოვლენას, რაც მედიის ირგვლივ განვითარდა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია ,,რუსთავის 2"-თან დაკავშირებულ მოვლენებზე კომენტარისას.