წლების განავლობაში პრემია არ ამიღია, შესაბამისად, ჩემთან მიმართებაში არც არაფერი შეიცვლება

წლების განავლობაში პრემია არ ამიღია, შესაბამისად, ჩემთან მიმართებაში არც არაფერი შეიცვლება

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას წლების განმავლობაში პრემია არ აუღია, შესაბამისად, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის პრემიის აღების შეზღუდვით მისთვის არაფერი იცვლება.

ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

"მინისტრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ასრულებენ იმ კანონებს, რომელსაც ქმნის პარლამენტი. მაგალითად, პირადად მე არც ამიღია პრემია ამ წლების განავლობაში, შესაბამისად ჩემთან მიმართებაში არც არაფერი შეიცვლება. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანონები მიიღოს და ასეთი საკითხები განიხილოს სისტემურად. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ასრულებს იმ კანონებს რასაც პარლამენტი ღებულობს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.