"თალიბანმა" ავღანეთში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონზე კონტროლი დაამყარა

რადიკალურმა დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ერთ-ერთ რაიონზე დაამყარა კონტროლი. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, თალიბებმა პროვინცია ტახარის ადმინისტრაციული ცენტრი დარქანდი დაიპყრეს.

აღნიშნული პროვინცია ავღანეთის ჩდილოეთში, ტაჯიკეთის საზღვარზე მდებარეობს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ძალოვნებმა თალიბებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა 6-საათიანი დაპირისპირების შემდეგ ქალაქის დატოვება მოუწიათ.

თავის მხრივ, თალიბები ამტკიცებენ, რომ შეტაკებების შედეგად 12 სამართალდამცველი და ორი თალიბი დაიღუპა.