საქალაქო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტის დაკითხვა დასრულდა

სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტის, შოთა ივანაშვილის სამსაათიანი დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

"რუსთავი 2"-სა და ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას, როგორც ცნობილია, ექსპერტი შოთა ივანაშვილი ერთადერთი მოწმეა, რომელიც საქმეზე დაიკითხება. ექსპერტმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რა დოკუმენტაციაც მიაწოდეს იმის საფუძველზე მოამზადა საექსპერტო დასკვნა. ექსპერტმა ისიც განმარტა, რომ დასკვნის მომზადება დაუკვეთა პაატა სალიამ. დამატებით შეკითხვებს ექსპერტმა არ უპასუხა და მერე აღნიშნა, რომ სასამართლოზე ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი.

როგორც ცნობილია, შოთა ივანაშვილმა 2005-2006 წლებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ქიბარ ხალვაშის წილებზე აუდიტორული დასკვნა მოამზადა.