საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
როგორც "პირWელს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2 თვეში საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი ამოქმედდება, რომლის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ბრიტანელი გენერალი სერ გარი ჯონსონი.
მხარეებმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე.
გენერალი სერ გარი ჯონსონი 90-იან წლებში ევროპაში მოკავშირეთა ჯარებს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი მოღვაწეობდა ბალტიის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში.