უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება კატეგორიულად მიუღებელია.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მთავარ თემად კადრების გავრცელების ფაქტი არ უნდა იყოს წამოწეული.
"კადრების გავრცელებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ამ კადრებთან დაკავშირებით მარტო ჩვენი ფსიქიკა არ არის მოუმზადებელი – ეს ახალგაზრდებისთვისაც დამაზიანებელია, მაგრამ მთავარ თემად ამის წამოწევა და ის, რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რაღაც საშინელებასთან გვაქვს საქმე, არ შეიძლება. ეს არის უბედურება, რომელზეც გაცილებით მკაცრად უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.