მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს ადგილობრივი დროით 18:00-ზე ოდესის საოლქო ადმინისტრაციასთან შეიკრიბონ და "ქურდებისა და თაღლითების" საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნან. ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"საქალაქო არჩევნების ფალსიფიკატორებმა ოდესის მერია "მწვანე კაცუნების" სისწრაფით დაიპყრეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის გუნდი კვირას ჩატარებული, მერის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არჩევნების დროს დარვევები დაფიქსირდა.

უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 53 %-მა დაუჭირა მხარი.

გენადი ტრუხანოვის მთავარმა მეტოქემ, სააკაშვილის მრჩეველმა ალექსანდრ ბოროვიკმა ხმათა 25,7 % დააგროვა. თავად ბოროვიკი აცხადებს, რომ ტრუხანოვმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ამიტომ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაა საჭირო.