მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის იავან ოჰალორანის შეფასებით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიშზე საუბრისას იავან ოჰალორანმა აღნიშნა, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია, რამაც რეიტინგში საქართველოს 24-ე ადგილზე ყოფნა განაპირობა.
„მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა - კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს მიენიჭა 24-ე ადგილი. წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი, გაფართოვებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა“, - განაცხადა იავან ოჰალორანმა.